workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარტინო: „ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა“

მარტინო: „ეს ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა“

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხერარდო მარტინოს დანიშვნა არგენტინულ პრესაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. 50 წლის სპეციალისტმა “ნიუელზ ოლდ ბოიზის” სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა, რომელიც, ბუნებრივია, ადგილობრივი ჟურნალისტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

“ბარსელონას” დიდ მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ კატალონიელები ჩემით დაინტერესდნენ. ეს მწვრთნელისთვის ძალიან დიდი შანსია. ამას არ ველოდი. სეზონი იწყება და დასასვენებლად ვემზადებოდი. “ბარსას” წარმომადგენლების ზარმა გამაკვირვა, მაგრამ ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. ტიტო ვილანოვას ავადმყოფობა მოულოდნელი იყო. “ბარსელონას” გაწვრთნა ჩემთვის უდიდესი გამოწვევაა.”

ლიონელ მესისთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას მარტინო შემდეგ პასუხს სცემს: “ბარსელონას” გაწვრთნა ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს წვრთნიდე. დარწმუნებული ვარ, ყოველდღიური მუშაობის შედეგად მივაღწევთ იმას, რომ ლეო ექსტრაორდინალურად თამაშს განაგრძობს.”

“ყოველდღიური მუშაობა კომფორტს შეგვიქმნის. პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს პიროვნული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

“ბარსელონას” ისტორია ვიცი და ასევე ვიცი, რომ კატალონიელები თავიანთ განსაზღვრულ სტილს მისდევენ. ვნახავთ, რა შეგვიძლია შევძინოთ ძალიან კარგ ფეხბურთელებს. “ბარსელონას” თავისი სტილი აქვს და ჩვენ მას უნდა მოვერგოთ.

დეტალებში არ ვიცი, როგორ მიიღო “ბარსელონამ” ეს გადაწყვეტილება, მაგრამ დარწმუნებული ვარ მესისა და მამამისის აზრს მოისმენდნენ.” – ხერარდო მარტინოს ამ სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward