”ბარსელონას” მწვრთნელი, ჟორდი როურა გაიყვანს გუნდს ამხანაგურ მატჩში, მიუნხენის ”ბაიერნის” წინააღმდეგ. მოსალოდნელია, რომ კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე ამ კვირაში გახდება ცნობილი, თუმცა მიუნხენში გასამართ მატჩის ხილვა, მას მხოლოდ ”ალიანს არენის” ტრიბუნებიდან შეეძლება.
”ბარსელონას” ვარჯიშებს ამჟამად ხელმძღვანელობენ ზემოთ ნახსენები ჟორდი როურა, რომელმაც წინა სეზონში ტიტოს ავადმყოფობის გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტზე არაერთი მატჩი ჩაატარა და ”ჟირონადან” ახლად მოყვანილი – რუბი.