რონიმ ”ბარსაში” თამაშის დროს ყველას დიდი სიყვარული დაიმსახურა ”კამპ ნოუზე”. ამ სტატიაში შესულია მისი ათი ყველაზე სანახაობრივი გოლი ”ბარსას” მაისურით.
1. ”ბარსელონა” – ”სევილია” 1 სექტემბერი 2003 წელი
ბრაზილიელმა მისი პირველი გოლი ”ბარსას” რიგებში, მეორე ოფიციალურ მატჩში გაიტანა. ეს ”სევილიას” წინააღმდეგ იყო. გაუჩომ 25 მეტრიდან დაარტყა ბურთი და ბადეში მოახვედრა. ”კამპ ნოუმ” მისი პირველი გოლი საოცრად იზეიმა.
2. ”ოსასუნა” – ”ბარსელონა” 8 თებერვალი 2004 წელი
რონიმ ამ საღამოს მთავარი როლი ითამაშა ”ბარსას” გამარჯვებაში. ბრაზილიელმა მეორე გოლი 76 წუთზე შეაგდო და მის გუნდს იმ შეხვედრაში 1-2 გაამარჯვებინა.
3. ”ბარსელონა” – მილანი” 2 ნოემბერი 2004 წელი
”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე რონიმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 89 წუთზე. იგი თამაში მეორე ტაიმის დაწეყბისთანავე ჩაერთო.
4. ”ჩელსი” – ”ბარსელონა” 8 მარტი 2005 წელი
”ჩემპიონთა ლიგის” 1/16 ფინალში, სადაც ”ბარსა” ”ჩელსის” დაუპირისპირდა, რონიმ აქაც გამოიჩინა თავი და ჩეხს ლამაზი გოლი გაუტანა. ეს თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მოხდა.
5. ”ვალენსია” – ”ბარსელონა” 8 მარტი 2005 წელი
ამ შეხვედრაში რონიმ მესტალიაზე გილო 29 წუთზე შეაგდო. ბელეტის ჩამოწოდებას რონის მარცხენა ფეხით დარტყმა მოყვა.
6. ”რეალი” – ”ბარსელონა” 9 ნოემბერი 2005 წელი
ეს დაუვიწყარი ღამე იყო რონალდინიოსთვის და ”ბარსასთვის”. ბრაზილიელის თამაშმა მთელი სტადიონი ფეხზე წამოაყენა. ისინი ოვაციებით შეხვდნენ რონის გატანილ გოლებს.
7. ”ბარსელონა” – ”ჩელსი” 7 მარტი 2006 წელი
რონიმ ეს გოლი თითქოს და ხელით დახატა. მან ადვილად აუარა მველებს გვერდი და ბურთი ძალიან ძლიერად გადაგზავნა კარის ბადეში.
8. ”ბარსელონა” – ”ვილიარეალი” 25 ნოემბერი 2006 წელი
მაკრატელათი გატანილი გოლით რონიმ ”ბარსას” უპირატესობა 4 ბურთამდე გაზარდა. ეს გოლი თამაშის 88 წუთზე გავიდა. ჩავის ჩაწოდებულ ბურთი რონიმ მკერდით მიიღო და მაკრატელათი გადაგზავნა კარში.
9. ”ბარსელონა” – ”ვერდერი” 5 დეკემბერი 2006 წელი
მეკარემ ხუთ კაციანი კედელი დააყენა. რა თქმა უნდა ჯარიმის ნიშნულთან რონი მივიდა. როდესაც მსაჯმა მისცა ნიშანი, რონიმ დარტყმული კედლის ქვეშ გაძვრა და ასე გავიდა გოლი. ეს ყველაფერი თამაშის მე-13 წუთზე მოხდა.
10. ”ატლეტიკო” – ”ბარსელონა” 1 მარტი 2008 წელი
”ატლეტიკოსთან” გოლი მისთვის ბოლო აღმოჩნდა ”ბარსას” რიგებში. ეს გოლი ძალიან გავდა ”ვილიარეალთან” გატანილ გოლს.