გავლენიანმა ესპანურმა, ტაბლოიდმა ოთხი ძირითადი კანდიდატი დაასახელა, რომლებიც კატალონიის “ბარსელონას” უკვე ვაკანტური მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის პრეტენდენტები არიან. იტყობინება, El Mundo Deportivo.
კატალონიური კლუბი ტიტო ვილანოვას წასვლის შემდეგ შესაძლოა ჩაიბაროს: მიკაელ ლაუდრუპმა (“სუონსი”), რონალდ კუმანმა (“ფეინორდი”), ერნესტო ვალვერდე (“ატლეტიკი”) და ლუის ენრიკე (“სელტა”).
აქვე გეტყვით, რომ ლუის ენრიკე 2008-2011 წლებში “ბარსელონას” სარეზერვო გუნდში მუშაობდა. ტიტო ვილანოვა კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იძულებული იქნა პოსტი დაეტოვებინა ამის შესახებ გუშინ კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.