კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა და ბრაზილიური “ფლუმინენსეს” ამჟამინდელმა ნახევარმცველმა დეკუმ ისაუბრა თავისი კარიერის შესახებ.
“მთელი კარიერის მანძილზე რასაც ვერ მივაღწიე არის ნაკრებთან ერთად რაიმე ტიტულის მოგება. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხება ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი იყო. ახალი დეკუ? არ მგონია ამასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები შეიქმნას. ახალი ფეხბურთელები ყოველთვის მოდიან და დარწმუნებული ვარ ამ ადგილს აუცილებლად დაიკავებს ვინმე. ეს უბრალოდ დროის ფაქტორია. ჩემს კლუბურ კარიერაში უფრო მეტი წარმატება იყო ვიდრე წარუმატებლობა. რასაც “პორტუსთან” ერთად მივაღწიე უბრალოდ დაუვიწყარია. ასევე შესანიშნავი მოგონებები დამრჩა “ბარსელონაზე”. ამ კლუბთან ერთად მოვიგე ჩემპიონთა ლიგის თასი. კატალონია არასოდეს დამავიწყდება. არც “ჩელსისთან” ერთად მქონია ცუდი სეზონები. ამის მიუხედავად ჩემთვის “პორტუ” მაინც პირველია. რომ არა ეს კლუბი, ახლა სად ვიქნებოდი ღმერთმა იცის. “პორტუ” ყოველთვის ჩემთან ერთადაა.” ციტირებს დეკუს სიტყვებს Portugoal.net.
წყარო: sports.ru