2013/2014 წლების სეზონზე ნეიმარ და სილვა სანტოს ჟუნიორი “ბარსელონას” 11 ნომრიან მაისურს მოირგებს. ეს ნომერი მისთვის უცხო არაა, რადგან ის “სანტოსსა” და ბრაზილიის ნაკრებში ატარებდა ამ ნომერს. ნეიმარს ეს მაისური ტიაგო ალკანტარასგან ერგო, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი “ბაიერნში” გადავიდა. ტიაგომდე კი 11 ნომრიან მაისურს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ატარებდა.
გეორგე ჰაჯი: რუმინელი ფეხბურთელი ჰაჯი “ბარსელონაში” 1994 წელს მოვიდა, 1995/96 წლების სეზონზე კი ის გახდა პირველი, ვინც 11 ნომრიანი მაისურით გამოვიდა მოედანზე. “კამპ ნოუზე” გატარებული ორი წლის განმავლობაში ჰაჯიმ 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 7 გოლი და ესპანეთის სუპერ თასის მფლობელიც გახდა.
ანხელ კუელარი: მას შემდეგ რაც ჰაჯიმ კლუბი დატოვა მისი მაისური ანხელმა აიღო. “ბეტისიდან” გადმოსულმა ფეხბურთელმა კლუბში 2 წელი გაატარა 56 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი გაიტანა. ბობი რობსონის გაწვრთნილმა ფეხბურთელმა მოიგო ესპანეთის თასი და სუპერ თასი, ასევე გახდა თასების მფლობელთა თასის მფლობელი.
რივალდო: შემდეგი ფეხბურთელი, თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყველაზე წარმატებულად მათ შორის ვისაც 11 ნომრიანი მაისური ცმია. რივალდო ვიტორ ბორბა ფერეირა, ბრაზილიელს 11 ნომრიანი მაისური პირველი სამი სეზონის განმავლობაში ეცვა, ბოლო ორი სეზონი კი ის 10 ნომრიანი მასიურით გამოდიოდა მოედანზე. ამ სამი სეზონის განმავლობაში მან 149 მატჩში მიიღო მონაწილეობა (სულ 235), 80-ჯერ აიღო მეტოქის კარი (სულ 130), 1999 წელს კი ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. რივალდომ მალე დაიმსახურა გულშემატკივრების დიდი სიყვარული და საუკუნის მიწურულს კლუბის სიმბოლოდაც კი იქცა. “ბარსელონაში” გატარებული 5 წლის განმავლობაში ბრაზილიელმა შემდეგი თასები აღმართა: ლა ლიგა (2), ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და კატალონიის თასი.
მარკ ოვერმარსი: სწრაფი ჰოლანდიელი “ვინგერი” “ბარსელონაში” 2000 წელს “არსენალიდან” გადმობარგდა. მას 11 ნომრიანი მაისური მას შემდეგ გადაეცა, რაც რივალდომ ჯოვანი სილვას 10 ნომერი აიღო. მარკი ამ მაისურს 4 წლის განმავლობაში ატარებდა, მარკ ოვერმარსი ჯერჯერობით არის ფეხბურთელი, რომელიც ყველაზე დიდხანს ატარებდა ამ ნოემრს.
მაქსი ლოპესი: “ბარსელონამ” არგენტინელი 2005 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიძინა. ფეხბურთელი 11 ნომერს ერთნახევარი სეზონის განმავლობაში ატარებდა. მაქსის საუკეთესო მომენტად შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსის” წინააღმდეგ გატანილი გოლი მივიჩნიოთ. მას შემდეგ რაც მაქსი ლოპესმა ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის “მალიორკაში” იჯარით წესით გადავიდა.
ძამბროტა: იტალიელმა მცველმა ჯანლუკა ძამბროტამ 11 ნომერი მას შემდეგ ჩაიცვა რაც 2006 წლის ივლისში “ბარსელონამ” ის ტურინულ კლუბ “უივენტუსიდან” შეიძინა. ჯანლუკა მარჯვენა მცველად 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მან 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი 3 გოლია.
ბოიან კრკიჩი: შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც წილად 11 ნომრიანი მაისური ხვდა კატალონიელი ბოიან კრკიჩია. პირველი სეზონი მან 27 ნომრიანი მაისურით ჩაატარა, თუმცა შემდეგ 11 ნომერი მოირგო, ამ მაისურით მან 41 შეხვედრაში მიიღო მოანწილეობა და 10-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ბოაინის მიერ მოგებული ტიტულების ჩამონათვალი კი შემდეგნაირია: მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატი, ორი ჩემპიონთა ლიგა, 3 ლა ლიგა, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 ესპანეთის თასი.
ხეფრენ სუარესი: შემდეგი ფეხბურთელი, რომელსაც 11 ნომრიანი მაისურის ტარება ხვდა წილად “ბარსელონას” აღზრდილი ხეფრენ სუარესია. ის კლუბში 17 წლის ასაკში მოვიდა და 5 სეზონი გაატარა აქ. ამ ხნის განმავლობაში მან 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. 11 ნომრიანი მაისურით მან დაუვიწყარი გოლი გაიტანა “კამო ნოუზე” “რეალ მადრიდის” კარში, რის შემდეგაც ანგარიში 5–0 გახდა.
ტიაგო ალკანტარა: უკანასკნელი ფეხბურთელი, რომელიც 11 ნომერს ატარებდა ტიაგო ალკანტარაა. ესპანელი 11 ნომერს 2 სეზონის განმავლობაში ატარებდა. ტიაგო პირველი გუნდის სრულუფლებიანი წევრი 2011/2012 წლების სეზონზე გახდა, მანადე კი “ბარსა ბ-ს” ფებბურთელი იყო, სადაც 30 ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. პირველ გუნდში ტიაგომ 68 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.