Sport: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდისთვის, უეინ რუნისთვის ბრძოლაში ლონდონის “ჩელსისთან” და კატალონიის “ბარსელონასთან” ერთად “არსენალიც” ჩაერთო.
La Gazzetta dello Sport: იმ შემთხვევაში თუ “ბარსელონამ” პსჟ-ს ბრაზილიელი მცველის, ტიაგო სილვას შეძენა ვერ მოახერხა კატალონიელები ეცდებიან “ლივერპულის” მცველის, დანიელ აგერის შეძენას.
Mundo Deportivo: კატალონიის “ბარსელონასათვის” ტიაგო სილვას ალტერნატივა “ლივერპულის” ცენტრალური მცველი, დანიელ აგერია.
Sky Sports: ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბის ლიდერები დავიდ ლუისი და ხუან მატა კლუბს არ დატოვებენ. ამ უკანასკნელების მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონა” იჩენდა.
Football Espana: კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი, კრისტიან ტელიო კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის მიხედვით მისი გამოსასყიდი სატრანსფერო თანხა 18 მილიონი ევრო იქნება.
The Guardian: არსენ ვენგერის თქმით “არსენალი” შორს არის ვინმეს გაფორმებასთან, სპეციალისტი აცხადებს, რომ სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერთან ჯერ ყველაფერი უცვლელია.
Daily Mail: “მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი, ავსტრალიიდან ბარსელონაში გაემგზავრა რათა მოლაპარაკებები გამართოს სესკ ფაბრეგასის თაობაზე.