ლა ლიგაში ხელმეორედ აღზევებულ ”ვილიარეალს” ”ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის, ჯონათან დოს სანტოსის შეძენა მოუნდა, თუმცა ისინი ასევე მზად არიან, იგი იჯარის წესით აიყვანონ.
მექსიკელის არენდით აყვანის მთავარ კანდიდატად მაინც ”რეალ სოსიედადი” მიიჩნევა. კლუბის მწვრთნელი და პრეზიდენტი უკვე ესაუბრნენ ახალგაზრდა ფეხბურთელს და დიდი ალბათობით, იგი შემდეგ სეზონს სწორედ ბასკურ კლუბში გაატარებს.
შეგახსენებთ, რომ ”ვილიარეალმა” სულ რამდენიმე დღის წინ შეიძინა ჯონათანის ძმა, ჯოვანი დოს სანტოსი, რამაც რა თქმა უნდა, შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ტრანსფერს.