”ბარსელონას” ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი, ჯონათან დოს სანტოსი ”რეალ სოსიედადმა” იჯარით აიყვანა, იტყობინება Cadenatres.
ამ განცხადებას ოფიციალურად კლუბის წარმმომადგენლები ხვალ გააკეთებენ, ვინაიდან ორივე მხარე კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდა. დოს სანტოსის აგენტი კი უკვე სან სებასტიანში იმყოფება. ჯონათანი 1 სეზონის განმავლობაში ”სოსიედადის” ღირსებას დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, კლუბმა გააფრთხილა ფეხბურთელი შემდეგ სეზონში მცირე სათამაშო პრაქტიკაზე, თუმცა მას მაინც უნდოდა ”ბარსელონას” ღირსების დაცვა.



