workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონები დაბრუნდნენ, რათა ახალი სეზონისთვის მოემზადონ

ჩემპიონები დაბრუნდნენ, რათა ახალი სეზონისთვის მოემზადონ

2013/2014 წლების სეზონი სტარტს ორშაბათს, 15 ივლისს აიღებს. “ბარსელონას” 15 ფეხბურთელი უკვე შეუერთდა კლუბს და ისინი ახალი სეზონისთვის მზადებას სულ მალე შეუდგებიან. ტიტო ვილანოვა და მისი ჯგუფი მზადებას შემდეგ ფეხბურთელებთან ერთად დაიწყებს: აფელაი, პუიოლი, კუენკა, პინტო, ოიერი, მონტოია, მარკ ბარტრა, მასკერანო, ადრიანო, სონგი, ს. რობერტო, დოს სანტოსი, მესი, ტელიო და ალექსისი.

ფეხბურთელები, რომელთაც მონაწილეობა კონფედერაციის თასზე მიიღეს გუნდს ოდნავ მოგვიანებით შეუერთდებიან.

ვილანოვა ვარჯიშს სამშაბათიდან დაიწყებს და დღეში ორ სავარჯიშო სესიას  09:00 და 19:00 საათებზე  ჩაატარებს (ბარსელონას დროით).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward