workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოიესი ტიაგოს გადაბირებას გამორიცხავს

მოიესი ტიაგოს გადაბირებას გამორიცხავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელმა ბოსმა, დევიდ მოიესმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტიაგო ალკანტარა მისი გუნდისათვის პრიორიტეტი იყო ამ ზაფხულში.

კატალონიის “ბარსელონა” ყურადღების ცენტრში იყო და თავადაც მზად იყო “ოლდ ტრაფორდზე” გადასულიყო 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მას შემდეგ რაც არასაკმარისი დროით უკმაყოფილო იყო. თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა ამჟამად განაცხადა, რომ მას მის ყოფილ ბოსთან, პეპ გვარდიოლასთან ერთად, “ბაიერნში” მუშაობა სურს. დევიდ მოიესმა კი ტიაგო ალკანტარას თაობაზე კომენტარი გააკეთა. 

“მე არასოდეს არ მითქვამს, რომ ის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, ჩვენ ამჟამად რამოდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით და ამ მომენტისათვის კმაყოფილი ვართ იმითაც, თუ როგორ მიდის საქმეები. ხალხს აქვს უფლება ისაუბრონ დიდებულ ფეხბურთელებზე მაგრამ მე ვიტყვი ისევ. უეინ რუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია და იგი განაგრძობს ამის გაკეთებას.” – განაცხადა, მოიესმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward