workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო “ბაიერნთან” ერთ ნაბიჯშია

ტიაგო “ბაიერნთან” ერთ ნაბიჯშია

კატალონიურმა გაზეთმა “Sport”-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ “ბაიერნი” თავს იკავებდა ტიაგო ალკანტარას თაობაზე. სიტუაცია “მანჩესტერთან” თითქმის დასრულებულად გამოიყურებოდა, თუმცა გუარდიოლამ მაინც მოითხოვა ტიაგო ალკანტარას შეძენა.

სამშაბათს “ბარსელონამ” “მანჩესტერისა” და “რეალის” წინადადება უარით გაისტუმრა, რომ მიეღო შეთავაზება გერმანელებისგან. ახლა კი სავარაუდოდ ალკანტარა, გუარდიოლას გერმანულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

ადგილობრივი რადიოს ჟურნალისტმა, ხუანმა კასტანომ განაცხადა, რომ ტიაგო “ბაიერნში” წელიწადში მიიღებს 4 მილიონ ევროს. გუარდიოლა კი დარწმუნებულია, რომ ჩავი მარტინესის გადანაცვლების შემთხვევაში ტიაგო ალკანტარასთვის ცენტრში ადგილი გათავისუფლდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward