workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი უგოლო მატჩი ”ზამორამდე”

ერთი უგოლო მატჩი ”ზამორამდე”

”ბარსელონას” მეკარე, ვიქტორ ვალდესი, არის ”ზამორას” პრიზის ვირტუალური გამარჯვებული. ესპანელმა მეკარემ მხოლოდ 24 გოლი გაუშვა 37 ჩატარებულ თამაშში, ათი ბურთით ნაკლები, ვიდრე მეორეადგილოსანმა იკერ კასილიასმა.
 ვიქტორი ნამდვილად იმსახურებს ამ პრიზს. მან პირველი დივიზიონის ყველა მატჩი ძირითადში დაიწყო და არც ერთხელ არ შეუცვლიათ. ესპანელი მეკარე საშუალოდ 0,65 გოლს უშვებს ერთ მატჩში.

 მიზანში კიდევ ერთი რეკორდია
 თუ ”ვალიადოლიდი” კატალონიური კლუბის კარებში გოლების წვიმას არ მოაწყობს, ვალდესი ახალ რეკორდს მიუახლოვდება. 2004-2005 წლების სეზონი ესპანელმა თამაშში 0,71 გოლით დაასრულა. გასული სეზონიც ვიქტორისთვის წარმატებული გამოდგა(0,89 გოლი ერთ მატჩში). სავარაუდოა, რომ ”ბლაუგრანას” პირველი ნომერი წელს ახალ რეკორდს დაამყარებს.

 ძნელი დასამარცხებლად
 თუ ”ბარსელონა” კვირას ვერ მიგებს და ვალდესი ძირითადში იქნება, ამით თავდაჯერებულობა იკერ კასილიასს შეემატება. ”რეალის” გოლკიპერმა ”ლა როსალედაზე” გოლი არ გაუშვა. ეს ალბათ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველთვის, როდესაც ვალდესი ”ზამორას” პრიზს იგებდა, ”ლა ლიგაში” პირველ ადგილს ”ბარსელონა” ისაკუთრება.

 პირველად ვალესკომ 1947-1948 წლების სეზონში
 ვალესკო არის პირველი ”ბარსელონას” ფეხბურთელი, რომელმაც ”ზამორა” მოიგო. მან 31 გოლი გაუშვა 26 მატჩში. იმ წელსაც ჩემპიონი კატალონიური კლუბი გახდა. ”ბარსელონას” სხვა პრიზიორი მეკარეები არიან: ”მიგელ რეინა, ანდონი ზუბიზარეტა, პეიო არტოლა და ურუტიკოეკეა. ”ბლაუგრანას” მეორე მეკარეც, ხოსე მანუელ პინტოც არის ”ზამორას” მფლობელი. მან ეს პრიზი ”სელტაში” ასპარეზობის დროს მიიღო. 

 17-ე ”ზამორა” ”ბარსელონასთვის”
 ეს იქნება 17-ე ”ზამორა” ”ბარსელონას” ფეხბურთელებისათვის. რეკორდი კი ანტონი რამალეტს ეკუთვნის, რომელმაც ეს პრიზი ხუთჯერ მოიგო, სალვადორ სადურნიმ სამჯერ, ვიქტორი სწორედ მას გაუთანაბრდება კვირას. ბარსელონა ამ ციფრით ”რეალ მადრიდს” გაუტოლდება, რომელმაც ასევე 17-ჯერ მოახერხა ”ზამორას” მიღება.

წყარო: www.fcbarcelona.cat 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward