workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნი” ტიაგოს დათმობას არ აპირებს

“ბაიერნი” ტიაგოს დათმობას არ აპირებს

“ბაიერნმა” იცის, რომ ”იუნაიტედი” უკვე ძალიან ახლოსაა ტიაგოს შეძენასთან და უფრთხის ამას, ვინაიდან მიუნხენელებს ახალგაზრდა ესპანელის საკუთარ კლუბში ხილვა სურთ.
აღსანიშნავია ერთ-ერთი ციტატა პეპი პირველი პრეს-კონფერენციიდან: ”თუ ჩვენ ”ბარსას” ფეხბურთელს შევიძენთ, ეს იქნება თავად სპორტსმენის ნება, ან იგი გუნდიდან იქნება გაშვებული.” ამ შემთხვევაში პირველი ვარიანტი მოქმედებს. ტიაგოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და შესაბამისად, სათამაშო წუთები. მართალია, ”ბაიერნს” ძალიან ბევრი უმაღლესი დონის ნახევარმცველი ჰყავს, თუმცა ტიაგოს აღმზრდელი, პეპ გუარდიოლა ალბათ, მაინც გამონახავს მისთვის სათამაშო დროს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, ”იუნაიტედი” ტიაგოს მომდევნო კვირაში გაიფორმებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward