workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრამ მომავლის გეგმებზე ისაუბრა

ბარტრამ მომავლის გეგმებზე ისაუბრა

მარკ ბარტრა ჯერ-ჯერობით არ არის დარწმუნებული, რომ შემდეგ სეზონშიც კატალონიური კლუბის ღირსებას დაიცავს. მართალია, ”ბარსელონამ” უკვე შესთავაზა მას გახანგრძლივება, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.
აქ რამდენიმე ვარიანტის განხილვა შეიძლება. თუ კლუბი ვინმე ახალ ცენტრალურ მცველს მოიყვანს, ზუსტად ვერ გეტყვით დავრჩები თუ არა კლუბში. ვხვდები, რომ ”ბარსელონა” ძალიან ბევრ ტურნირში იღებს მონაწილეობას და გასამარჯვებლად საუკეთესო ფეხბურთელები სჭირდება, თუმცა ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით თუ რას ვაპირებ მომავალში.” – განაცხადა ბარტრამ.
ასეთი განცხადების შემდეგ, ტიტომ და კომპანიამ რეალურად შეიძლება განიხილონ ბარტრას იჯარის წესით გაშვების საკითხი, ვინაიდან კატალონიელებს უკვე ჰყავთ 3 ცენტრალური მცველი (პიკე, პუიოლი და მასკერანო) და სავარაუდოდ, კიდე ერთსაც შეიძენენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward