workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
სამიზნე შეიცვალა

სამიზნე შეიცვალა

ხანგრძლივი მოლაპარაკებები, უდიდესი ჯაფა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა და კატალონიური კლუბი ახლა უკვე ალტერნატიული ტრანსფერის განხორციელებას ცდილობს.

პეპ გვარდიოლა ახლა უკვე მხოლოდ ესპანეთის სუპერთასის პირველი მატჩზე ფიქრობს, მას შემდეგ რაც გუშინ სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ წელს “არსენალს” არ დატოვებს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ დასაკარგი დრო არ არის და გვარდიოლა უკვე მუშაობს სამ ალტერნატიულ ფეხბურთელზე. სამივე ფეხბურთელი განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს.

სავარაუდოდ, სესკ ფაბრეგასს ყველაზე კარგი შემცვლელი მაინც ხავი მარტინესი იქნება. მესუთ ოზილი კი უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სულ სხვა საქმეა ხუან მატა, რომელიც ამ ორი ფეხბურთელისგან განსხვავებით მთლიანად შეტევაზეა კონცენტრირებული და თავდასხმის მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს.

თუ ეკონომიკურ მხარეს გავითვალისწინებთ, ყველაზე ხელსაყრელი მესუთ ოზილი იქნება, რომელსაც “ვერდერთან” კონტრაქტი 2011 წელს უმთავრდება და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ძნელი არ იქნება. უკვე ცნობილი გახდა, რომ გერმანელი თავის ახლანდელ კლუბთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს და სეზონის დასრულებისთანავე ახალი გუნდის პოვნა მოუწევს. ერთადერთი დაბრკოლება ისაა, რომ ოზილი თავისუფალი მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ იქნება. მესუთი თავისი ასაკის მიუხედავად(21 წლის), უკვე მსოფლიო დონის ფეხბურთელად ითვლება და მისი შეძენის სურვილი არაერთ გრანდს აქვს.

სესკ ფაბრეგასის ყალიბის ფეხბურთელად ითვლება ხავი მარტინესი, რომელმაც შარშან “ატლეტიკის” მაისურით გასაოცარი სეზონი ჩაატარა. ესპანელი ნახევარმცველი ოზილის ასაკისაა და 2 სექტემბერს მას 22 წელი უსრულდება.

“ლა ლიგაში” რეგულარული თამაშის წყალობით მარტინესი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩილეს წინააღმდეგ ნათამაშარიც აქვს. ფეხბურთელის სატრანსფერო თანხა 30 მილიონ ევროს შეადგენს და ბასკური კლუბი თანხის დაკლებას არ ჩქარობს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები დაიწყება, კატალონიელებს ხავის 25 მილიონ ევროდ გადმობირებაც შეეძლებათ.

სესკ ფაბრეგასის გარეშე პეპ გვარდიოლას ანდრეს ინიესტას მარცხენა ფლანგზე გადაწევა გაუჭირდება და ამ შემთხვევაში, შეტევის გაძლიერებაც საჭირო გახდება. ამისთვის სათანადო ფეხბურთელად ხუან მატა მოისაზრება.

ამ ესპანელის სატრანსფერო თანხა ძალიან მაღალია(60 მილიონი ევრო) და “ვალენსია” არ აპირბეს კიდევ ერთი ლიდერის დაკარგვას, მას შემდეგ რაც გუნდიდან წავიდნენ დავიდ ვილა, დავიდ სილვა , ნიკოლა ზიგიჩი და კარლოს მარჩენა.

აღსანიშნავია, რომ “ვალენსიას” ჯერ მატასთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეუთავაზებია და არც თავად ფეხბურთელი ჩქარობს ვარჯიშის დაწყებას.

წყარო: www.sport.es 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward