”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, გუსტავო პოიემ კატალონიური გრანდის რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.
ტიაგო ალკანტარაზე
”ტიაგო ალკანტარა ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის მომავალი შემცვლელია. ”ბარსელონას” ისტორიის შემდეგი ეპოქა მის იმედზეა. თავიდან როდესაც ეს ამბავი გავიგე არ დავიჯერე, თუმცა მოვლენების განვითარების მიხედვით მივხვდი, რომ იგი მართლა აპირებს კლუბის დატოვეას.”
ნეიმარის და მესის დუეტზე
”ფანტასტიური წყვილი იქნება. ორი ჯანმრთელი, ახალგაზრდა, ტექნიკური ფეხბურთელი. ისინი ”ბარსელონას” დიდ მწვერვალებს დაალაშქრინებენ.”
დავიდ ვილიას ”ტოტენჰემში” ტრანსფერზე
”ტოტენჰემისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია კლუბში დავიდ ვილიასნაირი ფეხბურთელების ყოლა. შეიძლება დავიდმა დაკარგა ასაკი, თუმცა გოლის ალღო მას ნამდვილად არ დაუკარგავს.”
უეინ რუნის შესაძლო ტრანსფერზე ”ბარსელონაში”
”მისი შესაძლებლობები უფლებას აძლევს, ნებისმიერი დონის კლუბში ითამაშოს. ჩემი აზრით, იგი ”ბარსელონასთვის” იდეალური შენაძენი იქნებოდა. მესის, ნეიმარის და რუნის ტრიო კი – შეუჩერებელი.

პოიე: ”ტიაგო ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის შემცვლელია”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


