როგორც ესპანური მედია საშუალებები იუწყებიან, “ბარსელონამ” უეინ რუნის შესაძენად შესაძლოა დავიდ ვილია გამოიყენოს. უფრო კონკრეტულად კატალონიელები აპირებენ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ვილიას დათმობას და დამატებით 25 მილიონის გადახდას. ამჟამად გეტყვით, რომ ესპანელი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” იჩენენ, თუმცა მათთვის ის თანხა, რომელიც ვილიას შესაძენად არის საკმარისი მათ არ აკმაყოფილებთ.
“ბარსელონა” მოხარული იქნება, თუ ეს მოლაპარაკებები გაიმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს, დავიდ მოიეს ვილიას საკუთარ რიგებში ხილვა მოუნდება, როსელი მაშინვე განუცხადებს ინგლისურ კლუბს თახნმობას და დამატებით 25 მილიონს გადაურიცხავს მათ. ასევე კარგად მოგეხსენებათ ისიც, რომ რუნის შეძენით ლონდონის “ჩელსიც” არის დაინტერესებული. კატალონიელებს “ჩელსისთან” შედარებით საკმაოდ დაბალი შანსები აქვთ ინგლისელი ფეხბურთელის შეძენის, რადგანაც ფინანსური თავლსაზრისით გაცილებით უკეთესი მდგომარეობა აქვს არისტოკრატულ გუნდს. თუმცა ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უეინ რუნის “ბარსელონას” მიმართ საკუთარი სიმპატიები არასოდეს დაუმალავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს კატალონიელთა უპირატესობა იქნება.
მაგრამ ასევე საინტერესოა ისიც, რომ მზად არის თუ არა “ბარსელონა” გადაუხადოს ინგლისელს იმდენივე ხელფასი, რამდენიც მას ამჟამინდელ კლუბში აქვს. გეტყვით, რომ რუნის წლიური ანაზღაურება “მანჩესტერში” 14 მილიონი ევროა. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ რთული და გაურკვეველია. ასე და ამგვარად, თუ მოიესი გადაწყვიტავს ასტურიელი შემტევის საკუთარ რიგებში ხილვას, ამით ფაქტიურად გადაწყდება რუნის ტრანსფერიც “ბარსელონაში”.