“ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბი არ მალავს სიმპათიებს “ცსკა-ს” იაპონელი ნახევარმცველის, კეისუკე ჰონდას მიმართ, იტყობინება ესპანური პრესა.
“ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა არ გამორიცხავს რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას. ერთ-ერთი მათგანია ტიაგო ალკანტარა, რომლის ტრანსფერსაც სერიოზულად განიხილავს “მანჩესტერ იიუნაიტედი”. არსებული ინფორმაციის თანახმად, ჰონდას თამაშმა იაპონიის ეროვნულ ნაკრებში კონფედერაციის თასზე კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” გარდა კეისუკე ჰონდას ტრანსფერით დაინტერესებულია “მილანი”.
“ბარსელონა” ჰონდას მიმართ ინტერესს იჩენს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.