workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიაგო სილვა: “ტიტომ “ბარსელონაში მომიწვია”

ტიაგო სილვა: “ტიტომ “ბარსელონაში მომიწვია”

პსჟ-ს ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ, რომლის გუნდიც გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა განაცხადა, რომ მეტოქე გუნდის მწვრთნელთან, ტიტო ვილანოვასთან მცირე საუბარიც ჰქონდა, სადაც ტიტომ იგი კატალონიურ კლუბში მიიწვია.

“ტიტო ვილანოვა – დიდი მწვრთნელი და ადამიანი. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ “ბარსელონას” დავუპირისპირდით, მასთან მცირე საუბარიც მქონდა, მან მე “ბარსელონაში” დამპატიჟა”.

“არანაირი მოლაპარკებები არ არსებობს. მე ახლა მჭირდება სიმშვიდე და დასვენება. ფეხბურთში რა მოხდება ეს წინასწარ არასოდეს არ ვიცი. ამჟამად პსჟ-ში ყველაფრით ბედნიერი ვარ. ამ კლუბის პრეზიდენტთან მე ყოველდღიურად მაქვს საუბარი. ვითარება ძალზე რთულია. აქ განსხვავებული სიტუაციაა, გასულ წელს “მილანს” სურდა ჩემი გაყიდვა, პსჟ-ს კი ეს არ სურს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოგვარდება, რაც შეიძლება მალე და ეს გაურკვევლობაც დასრულდება”.

ასევე სილვამ ნეიმარის და მესის შეკითხვას მოკლედ გასცა პასუხი: “ნეიმარი და მესი ერთ გუნდში?, ეს ოცნების გუნდია”. – დაასრულა ტიაგო სილვამ, რომლის ნაკრებმაც კონფედერაციის თასის ფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 3-0 სძლია და აღნიშნული ტიტული ბრაზილიელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward