workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი ლორენსი: “გვსურს გავიზარდოთ და განვვითარდეთ”

ხავი ლორენსი: “გვსურს გავიზარდოთ და განვვითარდეთ”

ჩემპიონატი, კატალონიის თასი და უკვე სადედოფლო თასი – აი შთამბეჭდავი შედეგი “ბარსელონას” ქალთა გუნდის მიმდინარე სეზონში ასპარეზობის. ტრიპლეტის მოგების შემდეგ, მთავარი მწვრთნელი, ხავი ლორენსი ისტორიულ სეზონს ატარებს. ქალთა გუნდთან სტუმრად, ესპანეთის სადედოფლოში, სოფიაში mundodeportivo-მ ინტერვიუ აიღო გუნდის მთავარი მწვრთნელისაგან. 

– ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო ალექსიის შთამბეჭდავი და დიდებული გოლით არის მოხიბლულუ, რომელიც მან სადედოფლო თასის ფინალში გაიტანა. (“ბარსელონამ” 4-0 დაამარცხა “პრიანსა სარაგოსა”)
– დიახ ეს უბრალოდ დიდებულად შესრულებული იყო და გულშემატკივარს, რომელიც ამ მატჩის საყურებლად მოვიდა სტადიონზე ძალიან გაუმართლდათ რადგან ისინი მსგავსი გოლის მომსწრენნი გახდნენ. ასეთი გოლი შესაძლოა ნებისმიერ მატჩში გავიდეს მაგრამ ის, რომ ის ფინალში გავიდა დამატებით ფასეულობას მატებს მას. ერთ მხრივ ეს იყო გამართლება ისევე როგორც გოგონების ტალანტი. 

– ყოველთვის მიისწრაფით გარკვეული მიზნებისაკენ: გაზრდა და განვითარება.
– სწორედ ამაშია ჩვენი გამოწვევა. თავიდან ჩვენ დავძლიეთ კონკურენცია, შედეგად – მივიღეთ ტიტული. მე ძალიან მახარებს, როდესაც ქალთა ფეხბურთის წარმატებას ვგებულობ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ნამდვილად გავიზარდეთ. 

– რჩება ევროარენის დაპყრობა ? 
– გესმით, ქალთა ფეხბურთი ძალიან შორს წავიდა ჩვენსგან. იგივე “ოლიმპიკი” ან “ფრანკფურტი” დაუჯერებელ ბიუჯეტს ფლობენ და ფეხბურთელების აყვანასაც, რაც საშუალებას აძლევთ მათ შესაბამის დონეზე იყვნენ. 

– და როდის შევძლებთ მათზე დაწევას ? 
– გამოცდილების დონის ასამაღლებლად საჭიროა ორი ან სამი წელიწადი, მაგრამ ფინანსურ პლანზე კიდევ უფრო ბევრია საჭირო. “ბარსა” – საკმარისად პატარაა საფეხბურთო ევროპაში, ისევე როგორც მთლიანი ჩემპიონატი. ასე, რომ მუშაობა არამხოლოდ ჩვენი გუნდის მხრიდან არის საჭირო, რადგან ფინანსურმა კრიზისმა ძლიერი დარტყმა მიაყენა ქალთა გუნდებს ესპანეთში. 

– დადის ჭორები, რომ ზოგიერთი კლუბები შესაძლოა მოყვარულის სტატუსით მოგვევლინონ…
– დიახ, მსგავსი საუბრები ნამდვილად არის. იგივე “ესპანიოლი” ან “რაიო”, რომლებსაც ბევრჯერ შეეძლო სტატუსის შეცვლა. “სანტ გაბრიელი” კი საკუთარი ბატონის ფინანსური მხარდაჭერის გამო ინარჩუნებს სტატუსს. ზოგიერთმა არც იცის თუ სად იასპარეზებს შემდეგ სეზონში, ზოგიერთსაც კი არც შეუძლია პასუხი აგოს საკუთარი არსებობის საკითხზე. ჩვენი მდგომარეობა გაცილებით უფრო მშვიდი და სტაბილურია. მაგრამ საერთო ჯამში ქალთა ფეხბურთის პანორამა წინააღმდეგობრივია. 

– ახლა თვით “ბარსაც” უნდა მოემზადოს ცვლილებებისათვის: ანნი ესკრიბანო ისლანდიაში გადადის, მელი – მშობლიურ “მალიორკაში”, მეკარე სულიასტერსი ასევე მზად არის კლუბის დასატოვებლად… 
– დიახ, ცვლილებები იქნება. ის ვისაც წასვლა საკუთარი ნებით სურს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ტოვებს კლუბს. აი უკვე ერთი თვეა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალი ფეხბურთელების დამატებაზე და ძალიან რთული იქნება მელის შემცვლელის ძიება, თუმცა სუბისარეთა მუდამ მხარს გვიჭერს ჩვენ და მზად არის დაგვეხმაროს. 

– გუნდები Juvenil-Cadete და Infantil ასევე აღნიშნავდნენ გამარჯვებას ჩემპიონატში და თასზე. მხოლოდ Femenino B დარჩა ტიტულის გარეშე. 
– ეს გუნდი სეგუნდა დივიზიონში თამაშობს, სადაც ფეხბურთელის საშუალი ასაკი 22 წელია, ჩვენი ფეხბურთელებში კი მხოლოდ 17 წელს აღწევს. ჩვენ საკმაოდ ტალანტური კანტერა გვყავს და ახალგაზრდა ფილიალები ჩვენ ოპტიმიზმს გვიჩენენ. 

– სეზონი სრულდება, მაგრამ კიდევ ერთი შეხვედრა რჩება.
– შაბათს ჩვენ ვითამაშებთ კატალონიის თასის 1/4 ფინალში – “საბადელის” წინააღმდეგ. ეს ტიტული უკვე მომავალ სეზონს შეეხება და ფინალი აგვისტოში შედგება. ასე, რომ ამის შემდეგ ჩვენ არდადაგებში 20 ივლისამდე გავდივართ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward