პეპ გუარდიოლამ განცხადება გააკეთა სესკ ფაბრგასის სატრანსფერო ციებ-ცხელებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ბარსელონა” არ განეკუთვნება ისეთი კლუბების რიცხვს, რომლებიც “საფეხბურთო ნიჭის” და ტალანტის ნაკლებობას განიცდიან და მუდამ სხვაგან აღმოჩენილი ტალანტების ძიებაში არიან. მისი თქმით, ეს ის კლუბია, რომელშიც ფეხბურთი იბადება, იზრდება და ვითარდება, სხვაგან გაზრდილი ფეხბურთელები კი როგორც მოდიან, ისევე მიდიან, ხშირ შემთხვევებში. “სესკ ფაბრეგასი, რომ “ბარსელონელი” არ იყოს, მის გადმობირებაზე არც კი ვიფიქრებდით, რადგან მსოფლიოში კიდევ მრავლად არიან უმაღლეს დონის ფეხბურთელები, მაგრამ სესკი და ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი ერთად არიან გაზრდილები.” განაცხადა გვარდიოლამ.
“ამჟამად ჩემზე არ არის დამოკიდებული სესკის გადმოსვლა-არგადმოსვლა, თუმცა მერწმუნეთ, ჩვენ გვყავს “ბარსელონას” სარეზერვო გუნდი, რომელშიც უამრავი ტალანტია, მე მათგან რამდენიმე უკვე გამოვიძახე და ინტენსიურად ვაკვირდები, თუ რომელი გამოგვადგება მომავალ სეზონებში. მათ კარგად იციან, რომ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი და რა თამაშსაც აჩვენებენ, იმ დონის გუნდებში მოხვდებიან. მე ყოველ მათგანს მივცემ შანსს თავი გამოიჩინოს და დავინახავ რა შეუძლიათ მათ, თუკი გაამართლებენ ჩემს იმედებს, ისინი მოხვდებიან ძირითად გუნდში, თუ არადა, მათ კვლავ ბევრი შრომა მოუწევთ ამის გასაკეთებლად. მე ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ მათი თამაშის ხარისხით, მათ შესახებ ძალიან კარგი შთაბეჭედილება დამრჩა.” დაამატა კატალონიელმა მწვრთნელმა.
soccerway.com



