ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ არ დაიშურა ქება მისი გუნდის ლიდერის, ნეიმარის მიმართ.
”ნეიმარი ყველა ბრაზილიელის კუმირია. თავად ფეხბურთელიც და ”ბარსელონაც” მოხარულები უნდა იყვნენ, მისი არაამქვეყნიური თამაშით. მას ბევრი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა მან ზღაპრული ჯარიმით წერტილი დაუსვა ამ თამაშს. მან დაინახა, რომ ბუფონმა ერთი ნაბიჯი წინასწარ გააკეთა და საპირისპირო კუთხეში ძლიერი, ზუსტი დარტყმით ყველაფერი დაამთავრა. ფეხბურთელებს, რომლებიც ესეთ პატარა დეტალებს ამჩნევენ, უბრალოდ გენიალურები არიან!” – განაცხადა სკოლარიმ.
ნეიმარის ანგარიშზე ბრაზილიის ნაკრებში 37 თამაშში 23 გოლია. შეგახსენებთ, რომ კონფედერაციის თასის მასპინძლებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე არიან კონცენტრირებულნი.
სკოლარი: ”ნეიმარი გენიალური ფეხბურთელია”
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.