ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კონფედერაციის თასის გათამაშების მორიგი შეხვედრისათვის, სადაც მისი გუნდი ნიგერიას დაუპირისპირდება, გუნდის შემადგენლობა დაასახელა. იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ურუგვაი 2:1 დაამარცხა, მხოლოდ მეკარე შეიცვლება, იკერ კასილიასის ადგილს ვიქტორ ვალდესი დაიკავებს.
ვალდესთან ერთად მოედანზე გამოვლენ – ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი, ალვარო არბელოა, ჟორდი ალბა, ანდრეს ინიესტა, ჩავი, სესკ ფაბრეგასი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი და რობერტო სოლდადო.
ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ნიგერიის დაპირისპირება დღეს 23 ივნისს გაიმართება. კონფედერაციის თასის მესამე ტურში. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფრეც კმარა.