“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი X)

“ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი X)

”ბარსელონას” სამიზნეები (ნაწილი X)
კატალონიურ გრანდს ძალიან დიდი ხანია, თავის კლუბში დავიდ ლუიზის ხილვა სურს. ამ ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ, როგორც ”ჩელსის” ყოფილი სამწვრთნელო შტაბი, ისე ხელმძღვანელობაც, თუმცა მოურინიოს ლონდონურ კლუბში წასვლის შემდეგ ამ ტრანსფერის ალბათობა იზრდება. პორტგუალიელი სპეციალისტი ვერ ხედავს ლუიზის ადგილს საკუთარ კლუბში, ასე რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრს ორი ვარიანტი აქვს: კატალონია ან პარიზი. 

                          http://25.media.tumblr.com/0d3881733bdfdd2041fee562c2dcc735/tumblr_moroc9g5wI1sol3eqo1_500.png
ვინ არის დავიდ ლუიზი? 26 წლის, მაღალი, ფიზიკურად ძლიერი, ბრწინვალედ თამაშობს ”მეორე სართულზე”, აქვს უძლიერესი შორეული დარტყმა, მცველისთვის მშვენიერი გოლის ალღოთი და რაც მთავარია, ამჟამად პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, თანაც ახალგაზრდა. მოურინიოს იმ განცხადების შემდეგ, მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ორიდე კვირის წინ პრესა აჭრელებული იყო იმით, რომ ლონდოლებელი ლუიზს 40 მილიონ ევროდ გაუშვებენ. პორტუგალიელი სპეციალისტის იმ განცხადების შემდეგ, წესით ბრაზილიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა უნდა დაიკლოს. 
”ბარსელონამ” უკვე განახორციელი ერთი გრანდიოზული ტრანნსფერი და კულეები უკვე მეორეს მოლოდინში არიან. ჩემი აზრით, კატალონიელთა მთავარი საზრუნავი ახლა ცენტრალური მცველის შეძენა უნდა იყოს. გაზაფხულის მიწურულს ამ პოზიციის გაძლიერების მთავარი კანდიდატები ჰუმელსი და ტიაგო სილვა იყვნენ, თუმცა ჰუმელსმა დორტუმნდში დარჩენა გადაწყვიტა, ხოლო როსელის თქმით, სილვას ხელფასი კატალონიელთათვის მიუწვდომელია. მიუხედავად ამისა, ტიტო მაინც არ ეშვება და ხელმძღვანელობისგან ბრაზილიელ მცველს ითხოვს. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ პირველი ვარიანტი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ტიაგო სილვაა, ხოლო შემდეგ, მთელი აქცენტი დავიდ ლუიზზე გაკეთდება!
                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=Blq4F6O8Vg0]

                                 [media=http://www.youtube.com/watch?v=udyXluHMFY4]

სპეეციალურად თქვენთვის, დავით თანანაშვილი

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია