23 წლის კატალონიელი ცენტრალური მცველი ანდრეუ ფონტასი კარიერას ვიგოს “სელტაში” განაგრძობს, სადაც ის “ბარსა ბ”-ს ყოფილ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესთან ერთად ითამაშებს.
“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ფონტასი “სელტაში” 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. “ბარსელონა” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას იტოვებს. ფონტასი “სელტასთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ანდრეუ ფონტასი “ბარსელონაში” 2007 წელს მივიდა, ხოლო 2008 წელს ის “ბარსა ბ”-ში დაწინაურდა. 2011 წელს, ერიკ აბიდალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამწვრთნელო შტაბმა ფონტასის პირველ გუნდში დაწინაურება გადაწყვიტა. ფონტასს განვითარებაში ხელი სერიოზულმა ტრავმამ შეუშალა, რომლის მორჩენის შემდეგაც, 2012-13 წლების სეზონში, ის “მალიორკაში” გაანათხოვრეს. ანდრეუ ფონტასს “ბარსელონას” პირველი გუნდის მაისურით 16 თამაში აქვს ჩატარებული.