workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხავი მარტინესი: მინდა ვიყო ინიესტა

ხავი მარტინესი: მინდა ვიყო ინიესტა

მიუნხენის “ბაიერნის” ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი თანამემამულე ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს და აცხადებს, რომ ერთი დღით, ის სიამოვნებით იქნებოდა ინიესტა. აღნიშნულს მარტინესი Marca-სთვის მიცემულ მცირე ინტერვიუში ამბობს.

“ანდრესი ამ პლანეტიდან არაა. რაც მან ურუგვაისთან გააკეთა, საოცრება იყო. ხშირად, გეჩვენება, რომ ის ბავშვების წინააღმდეგ თამაშობს. ინიესტა მეტოქეებს ძალიან იოლად უსწორდება. ერთხელ, ვალდესს ვუთხარი, რომ სიამოვნებით ვიქნებოდი ინიესტა მხოლოდ ერთი თამაშით. ის დაუჯერებელი ფეხბურთელია.”

ხავი მარტინესმა კომენტარი სერხიო ბუსკეტსზეც გააკეთა: “სერხიო ნებისმიერი ნახევარმცველისთვის მისაბაძი მაგალითია. ის გუნდის თამაშს წარმართავს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward