workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარტრა: ”შესაძლოა, კლუბს ახალი ცენტრალური მცველი არც ჭირდება”

ბარტრა: ”შესაძლოა, კლუბს ახალი ცენტრალური მცველი არც ჭირდება”

”ბარსელონას” მცველი, მარკ ბარტრა არ გამორიცხავს იმას, რომ კატალონიურ გრანდს ახალი ცენტრალური მცველი არ სჭირდება, იტყობინება ესპანური პრესა. ფეხბურთელის აზრით, მას თავისუფლად შეუძლია ამ როლის შესრულება.
ვცდილობ არ მივაქციო იმას ყურადღება, თუ რა იწერება გაზეთებსა და ინტერნეტში. შემოვიფარგლები იმით, რომ ჩემ საქმეს ვაკეთებ. მინდა, რომ ჩემივე თამაშით დავამტკიცო თუ რისი გაკეთება შემიძლია. შესაძლოა, კლუბს ახალი ცენტრალური მცველი არც ჭირდება. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ”ბარსელონაში” ვთამაშობ და აქ კონკურენცია ყოველთვის მაღალია.” – განაცხადა ბარტრამ.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის მწვრთნელი ტიტო ვილანოვა განაგრძობს ცენტრალური მცველის ძებნას და მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ვარიანტი ტიაგო სილვაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward