workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილანოვა ტიაგო სილვას დათმობას არ აპირებს

ვილანოვა ტიაგო სილვას დათმობას არ აპირებს

პსჟ-ს ცენტრალური მცველი, ტიაგო სილვა ჯერ-კიდევ იმყოფება ”ბარსელონას” ინტერესების სფეროში, იტყობინება ესპანური პრესა.
ლურჯ-ბროწეულისფრების მთავარი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა აგრძელებს ხელმძღვანელობის შეწუხებას ტიაგო სილვას თაობაზე. ესპანელ სპეციალისტს ძალიან უნდა საკუთარ გუნდში ბრაზილიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელის ხილვა, რადგან მის გარდა ”ბარსელონაში” მოსვლის კანდიდატები არიან: დანიელ აგერი (”ლივერპული”), ინიგო მარტინესი (”რეალ სოსიედადი”), ჟერემი მატიე (”ვალენსია”) – ხოლო ტიტოს არ სურს ზაფხულში ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ფეხბურთელის შეძენა.
შეგახასენებთ, სანდრო როსელის უკანასკნელ განცხადებას ტიაგო სილვაზე. ”ბარსელონას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი მცველის გადმოსვლა კატალონიაში ნაკლებად მოსალოდნელია მისი მაღალი ხელფასის გამო (7,5 მილიონი ევრო წელიწადში).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward