workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადრიანო: ”ბალოტელი მესის დონეზე ითამაშებს”

ადრიანო: ”ბალოტელი მესის დონეზე ითამაშებს”

”ვიმედოვნებ, რომ კონფედერაციის თასის ფინალში ერთმანეთს იტალიისა და ბრაზილიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. იტალია – ჩემი მეორე სახლია. თამაშში დაბრუნება, თუმცა ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით რომელ კლუბში. ფორმის აღსადგენად ძალიან ბევრს ვვარჯიშობ.” – განაცხადა ადრიანომ.

”ბალოტელი რაღაცით მე მგავს. იგი იტალიის დონეს აამაღლებს, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და ბევრი რამ უნდა ისწავლოს. ჩემი აზრით, იგი ახლო მომავალში მესის დონეზე ითამაშებს.”

ადრიანოს არაერთ იტალიურ კლუბში აქვს ნათამაშები: ”ინტერი”, ”ფიორენტინა”, ”რომა” და ”პარმა”. უკანასკნელი კონტრაქტს მან ბრაზილიურ ”ფლამენგოსთან” მოაწერა ხელი, თუმცა კლუბმა ახლო მომავალში მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, ფეხბურთელის არასპორტული რეჟიმის გამო. ადრიანო ჯერ კიდევ 31 წლისაა და როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, მას დიდ ფეხბურთში დაბრუნება სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward