EA Sports-მა ლოს ანჯელესში პრეს-კონფერენციის დროს დაწვრილებით ისაუბრა საფეხბურთო სიმალუტორ FIFA 14-ზე. თამაშის გამოსვლა აშშ-ში 24 სექტემბერს არის დაგეგმილი, ხოლო ევროპულ მაღაზიებში სიმულატორი 3 დღით გვიან გაჩნდება.
”თამაში გამოვა Xbox One-ზე, PS4-სა და PC-ზე. პრეზენტაციაზე FIFA 14-ში წარდგენილი იქნა ”ბარსელონას” თამაში. მესიმ, ჩავიმ და ინიესტამ ისაუბრეს კატალონიური სტილის უნიკალურობაზე. თამაშის შემქმნელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თამაშის გეომეტრია კიდევ უფრო რეალური გახდება, ხოლო განსაკუთრებული ყურადღება ემოციებს დაეთმო – იქნება ეს ფეხბურთელის, თუ ათასობით გულშემატკივრის. მათ ექნებათ სხვადასხვა რეაგირება, რაც დამოკიდებული იქნება მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე.” – განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა, რომელიც საფეხბურთო სიმულატორის პრეზენტაციას ესწრებოდა.
მესიმ, ჩავიმ და ინიესტამ FIFA 14-ში ”ბარსელონას” თამაში წარადგინეს
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.