იტალიური “მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ არშემდგარი ბრაზილიური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა და დაადასტურა, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ნეიმარის შეძენა “მილანსაც” სურდა.
“ჩვენ ნამდვილად დაინტერესებულნი ვიყავით ნეიმარის შეძენით, მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ მისი გაფორმება. ნეიმარი ეს ძვირი სიამოვნებაა. “ბარსელონამ” მასში 57 მილიონი ევრო გადაიხადა რაც ჩვენს სატრანსფერო ბიუჯეტს ორჯერ აღემატებოდა. ვერცერთი იტალიური კლუბი ვერ მისცემს საკუთარ თავს ასეთი ტრანსფერის განხორციელების საშუალებას.” – განაცხადა, გალიანიმ.


