მადრიდის “რეალის” ესპანელმა მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ მომავალი სეზონის დაწყებამდე მისი გუნდი ამ ზაფხულს რომელიმე ფეხბურთელით უნდა გაძლიერდეს. რამოსის თქმით, “ბარსელონას” მსგავსად “რეალმაც” უნდა განახორციელოს მეგა ტრანსფერი.
“კატალონიელები ცდილობენ შეიძინონ ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენ უფრო მეტად ძლიერი მოთამაშეები უნდა დავიმატოთ გუნდში. ჩვენთან უკვე ითამაშებს დანიელ კარვახალი, რომელიც ნამდვილად სერიოზული შენაძენია. იგი “რეალის” სკოლის აღზრდილია და მას მე ძალიან კარგად ვიცნობ”. – განაცხადა რამოსმა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” უკვე განახორციელა ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის ტრანსფერი, რომელიც კატალონიურ კლუბს 57 მილიონი ევრო დაუჯდა.