მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2012/2013 წლების სეზონი – ინდივიდუალური სტატისტიკა

2012/2013 წლების სეზონი – ინდივიდუალური სტატისტიკა

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა 2012/2013 წლების სეზონში ლა ლიგაში არა ერთი ინდივიდულაური რეკორდი დაამყარეს. წარმოგიდგენთ მთელი სეზონის შემაჯამებელ სტატისტიკას.

ლეო მესი სეზონის ბომბრადირი: არგენტინელმა ვარსკვლავმა წელს, სხვა ფეხბურთელებთან შედარებით, ყველაზე მეტი გოლის გატანა შეძლო. მის ანგარიშზე 46 გოლია, ანუ საშუალოდ მესის ყოველ 60 წუთში ერთხელ გაჰქონდა გოლი. ლეო მესის მოჰყვებიან: სესკ ფაბრეგასი დავიდ ვილია, ალექსისი, პედრო და ტელიო შესაბამისად:  11, 10, 8, და 7–7 გოლით.

საგოლე გადაცემებში ლიდერი სესკ ფაბრეგასია. კატალონიელის მიერ გაკეთებულ გადაცემათაგან 11 გოლით დაგვირგვინდა. ამ კატეგორიაში ლიდერობენ ასევე: ანდრეს ინიესტა (10), მესი (10) და ალექსისი (8).

თამაშის წესი ყველაზე მეტჯერ დანი ალვესმა დაარღვია. ბრაზილიელმა 56-ჯერ შეაჩერა მეტოქე წესების დარღვევით, ანუ საშუალოდ ყოველ 42 წუთში ერთხელ. მეორე ადგილზე ამ მხრივ ალექსის სანჩესი გავიდა, რომელმაც სეზონის განმავლობაში 38-ჯერ დაარღვია წესები. დანარჩენ ადგილებს კი შემდეგი ფეხბურთელები იკავებენ: ჟორდი ალბა (34) და სესკ ფაბრეგასი (31).

ყველაზე მეტჯერ  თამაშის წესი მესის წინააღმდეგ დაარღვიეს (74). შემდეგ პოზიციებს კი  ალექსისი (56), ბუსკეტსი (51) და ინიესტა (44) იკავებენ.

სეზონის განავლობაში, თამაშგარე მდგომარეობაში ყველაზე ხშირად ალექსის სანჩესს აფიქსირებდნენ. ჩილელი თამაშგარეში გვერდითა მსაჯებმა 26-ჯერ დაიჭირეს. ამ სიაში შემდეგ ადგილებს იკავაბენ: პედრო (21), ვილია (21) და მესი (16).

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში