დღეს გუნდმა ”მალაგასთან” გასამართი შეხვედრის წინ ბოლოს წინა ვარჯიში ჩაატარა. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ”სიუტატ ესპორტივაზე” ერიკ აბიდალიც იტვირთებოდა. ხვალ, 11 საათზე გუნდი ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს შეხვედრის წინ.
აბიდალის დაბრუნების გარდა გუნდს დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე შეუერთდნენ ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებული ფეხბურთელები, ბარტრა, მონტოია, ტიაგო და ტელიო. დანი ალვესი უკვე ბრაზილიის ნაკრებს შეურთდა. ლეო მესი და კარლეს პუიოლი აგრძელებენ აღდგენით ვარჯიშებს.




