workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰალკი: “ნეიმარს ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს”

ჰალკი: “ნეიმარს ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს”

“ზენიტის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ჰალკმა ისაუბრა იმაზე, თუ ვის აქვს წინასწარ ადგილი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში გარანტირებული. “ერთადერთი თავდამსხმელი, რომლის ადგილიც ეროვნულ ნაკრებში სადავო არ არის – ეს ნეიმარია. სხვები კი იბრძვიან სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ თავდამსხმელს მიანიჭებს სკოლარი უპირატესობას, ორს თუ სამს”.

“სკოლარი – გამოცდილი მწვრთნელია. მან იცის ყველაფერი და მუდამ სწორ გადაწყვეტილებას იღებს“. – განაცხადა ჰალკმა.

შეგახსენებთ, რომ კვირას ბრაზილიისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები ამხანაგურად გაეჯიბრებიან ერთმანეთს “მარაკანას” სტადიონზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward