workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთში “კაფე მესი”-ს ქსელი გაიხსნება

ესპანეთში “კაფე მესი”-ს ქსელი გაიხსნება

Goal.com-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში, ესპანეთში, “კაფე მესი”-ს ქსელი გაიხსნება, რომლის გახსნაში მონაწილეობას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც მიიღებს.

პირველი კაფე ქალაქ ბარსელონაში 2013 წელს გაიხსნება. სულ, ესპანეთის ტერიტორიაზე, 18 კაფე გაიხსნება და მათ საერთო სახელი – “კაფე მესი” – ექნებათ.

კაფეეების ქსელი ლიონელ მესის არ ეკუთვნის, მაგრამ მისი სახელის გამოყენების გამო, არგენტინელი ვარსკვლავი მოგების 50%-ს მიიღებს.

კაფეებში გამოფენილი იქნება მესის მაისურები და მასთან დაკავშირებული სხვა ნივთები.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward