ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე “ბარსელონას” ნეიმარის შეძენის გამო აქებს და აცხადებს, რომ ბრაზილიელი ესპანურ ფეხბურთს ჭირდებოდა.
“ნეიმარი ძალიან მომწონს. ის ნამდვილი მხატვარია. ესპანურ ფეხბურთს მისნაირი ფეხბურთელები ჭირდება. საუკეთესო ფეხბურთელებისთვის ჩვენი საზღვრები დახურული არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ჩვენ უკვე გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ, რომლებიც დღესდღეობით საუკეთესოებად ითვლებიან.” – აცხადებს დელ ბოსკე Radio Marca-სთან საუბრისას.



