ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრმა, რომელიც სულ მალე “ბარსელონას” შეუერთდება, რიო დე ჟანეიროში Nike–ის ახალი ბუცების პრეზენტაცია გამართა, რომელიც სპეციალურად თავდამსხმელებისთვისაა დამზადებული.
“მზად ხართ?” – დაიწყო ნეიმარმა და ბურთს შეეხო.
“სიახლეა, რომელიც სრულიად ახალი “ჯიშის მტაცებელს” განასახიერებს, რომელიც მთლიანად არაპროგნოზირებადია. ის სწრაფი და მოქნილია, შეუძლია მყისიერად გადაწყვიტოს თამაშის ბედი. ამ პლანეტაზე იგივეს გაკეთება არc თუ ისე ბევრ ბუცს შეუძლია.” – განაცხადა ნეიმარმა.
ამ ბუცების ნახვა პირველად 2 ივნისს ბრაზილიისა და ინგლისის მაატჩში იქნება შესაძლებელი. მას თამაშში ნეიმარი და რუნი გამოცდიან.
[media=http://www.youtube.com/watch?v=q8DhgSjpdIg]
[media=http://www.youtube.com/watch?v=WYVeAFAZ0ac]



