ცსკა-ს თავკაცი ლეონარდ სლუცკი დარწმუნებულია იმაში, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” ათამაშებას მოახერხებს, სადაც 21 წლის ბრაზილიელი “სანტოსიდან” უკვე ოფიციალურად გადავიდა.
“ნეიმარი დიდი ბრილიანტია. გასულ წელს ლიბერტადორესის თასის ნახევარფინალზე ვიყავი და ის ცოცხლად ვნახე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მას თამაში ისეთ ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ გუნდშიც კი გამოუვა როგორიც “ბარსელონაა.” – განაცხადა სლუცკიმ რუსულ მედიასთან საუბრისას.