workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსელონა“ ევროპაში საუკეთესოა

„ბარსელონა“ ევროპაში საუკეთესოა

“ბარსელონა” შიდა ჩემპიონატში შეუჩერებელი აღმოჩნდა რასაც ხუთ წელიწადში მეოთხე ლა ლიგა მომჰყვა. “ბარსას” ფეხბურთელებმა ამ სეზონზე ევროპულ გუნდებს შორის ყველაზე მეტი 109 გოლი გაიტანეს. კატალონელებს მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება ერედივიზიონის გუნდი პსვ, მესამე ადგილს კი მიუნხენის “ბაიერნი” იკავებს 98 გატანილი გოლით.

ამ სტატისტიკიდან გამომდინარე, საშუალოდ, კატალონიელები შეხვედრაში 3.03 გოლს იტანდნენ, ისევე როგორც ჰოლანდიელები. გერმანელებმა შეხვედრაში  2.88 გოლი გაიტანეს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” – 2.26, ხოლო “პსჟს” ფეხბურთელებმა შეხვედრაში საშუალოდ 1.78 გოლის გატანა მოახერხეს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ათეულში ქართული კლუბი “თბილისის დინამოც” მოხვდა. დედაქალაქელებმა 32 შეხვედრაში 88 გოლი გაიტანეს, საშუალოდ – 2.75.

ამჟამად “ბარსელონას” მთავარი მიზანი 100 ქულის მოპოვება და “რეალ მადრიდის” რეკორდის გამეორებაა. სამწუხაროდ შეუძლიებელია “რეალის” მიერ დამყარებული კიდევ ერთი რეკორდის მოხსნა, მადრიდელებმა შარშან ერთ სეზონზე ყველაზე მეტი 121 გოლი გაიტანეს, თუმცა “ბარსას” შეუძლია პირადი რეკორდი გააუმჯობესოს, შარშან “ბლაუგრანელებმა” 114–ჯერ აიღეს მეტოქის კარი, ამ მაჩვენებლის გასამეორებლად კატალონიელებს 5 გოლი  ესაჭიროებათ.

კლუბი ქვეყანა გოლები თამაშები საშუალო გოლები
“ბარსელონა” ესპანეთი 109 36 3.03
პსვ ჰოლანდია 103 34 3.03
“ბაიერნი” გერმანია 98 34 2.88
“რეალ მადრიდი” ესპანეთი 96 36 2.67
“სელტიკი” შოტლანდია 92 38 2.42
“დინამო თბილისი” საქართველო 88 32 2.75
“ბრიუგე” ბელგია 87 40 2.18
“მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისი 86 38 2.26
“ანდერლეხტი” ბელგია 85 40 2.13
“ბენფიკა” პორტუგალია 77 30 2.56
“ნაპოლი” იტალია 73 38 1.92
პსჟ საფრანგეთი 66 37 1.78
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward