მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტრავმირებული მესი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ტრავმირებული მესი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

კატალონიის “ბარსელონას” 25 წლის თავდამსხმელი ლიონელ მესი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების წინ გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი ტრავმირებულია. 

7 ივნისს არგენტინის ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე კოლუმბიას მიიღებს. ოთხი დღის შემდეგ გუნდი ეკვადორში გაემგზავრება ხოლო 14 ივნისს ამხანაგურ შეხვედრას გვატემალასთან გამართავს. მესი იმ ფეხბურთელების სიაში შევიდა, რომლებიც ამ შეხვედრებში ეროვნული ნაკრების დასახმარებლად გამოიძახეს თუმცა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თამაში ჯერჯერობით ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. 

სწორედ ტრავმის გამო ლეომ მაისის დიდი ნაწილი გამოტოვა და ლა ლიგის უკანასკნელ ტურში “მალაგას” წინააღმდეგაც ვერ ითამაშებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში