ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სესკ ფაბრეგასი არ აპირებს არსად წასვლას და, რომ იგი “არსენალში” რჩება.
“ეს არის უბრალოდ ჭორი. მე და მთელი გუნდი სესკით ძალიან კმაყოფილები ვართ. იგი ჩვენთვის ძალიან საჭირო მოთამაშეა; ის ხომ ჩვენი კაპიტანია. მთელი “არსენალის” ხელმძღვანელობა მასზე ინდივიდუალურად მუშაობდა, რათა ყოფილიყო ლონდონელების მომავალი. ფაბრეგასი გუნდის ნამდვილი ლიდერია და დამერწმუნეთ, ჩვენ მას არსად არ გავუშვებთ.” ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს “არსენალის” ოფიციალური საიტი.
წყარო: sports.ru



