workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ქართული ბარსელონა !

ქართული ბარსელონა !

ქართული ბარსელონა
საქართველოდან ნამდვილად ბევრი ემირგანტია წასული. ოჯახისთვის, გართობისთვის, ოცნების ახდენისთვის… საქართველოს ნახევარი თუ არა დამეთანხმებით 1/3 ნაწილი მაინც წასულია. პირადად ჩემი ნათესავები ბარსელონაში ცხოვრობენ. როდესაც ბიძაშვილს ვესაუბრები აღტაცებულია ყველაფრით, მაგრამ როცა მის მშობლებთან მიწევს საუბარი ამბობენ, რომ სამშობლოს ვერაფერი შეედრება. ქალაქი სოხუმს აგონებთ და ცდილობენ საქართველოს ატმოსფერო შეიქმნან. ამბობენ, რომ ბევრია საქართველოდან წასული და მეგობრულ შეხვედრებსაც ხშირად აწყობენ, რადგან სამშობლოს მონატრება შეივსონ. რამდენჯერმე დამინახავს ”კამპ-ნოუზე” საქართველოს დროშა, ამ დროს რა თქმა უნდა სიამაყით ვივსები.


ქართველებს რა თქმა უნდა გვაქვს საერთო თვისებები, ინტერესები, მაგრამ ერთი-ერთი რაც გვაერთიანებს ქართველ ხალხის ნახევარს მაინც ამ კლუბის სიყვარულია. ეს არის გარკვეულწილად ჩვენი ცხოვრების ნაწილი. გვაინტერესებს ყველაფერი, რაც ამ გუნდს, მის ფეხბურთელებს თუ ქალაქს უკავშირდება. “ბარსა” არ არის უბრალოდ საფეხბურთო კლუბი. ეს არის ნიმუში იმისა, თუ როგორი უნდა იყოს გუნდი – მეგობრული, შეკრული, საქმის მოყვარული და ერთგული, მიზანმიმართული და ამავდროულად უბრალო. ერთხელ წავიკითხე ასეთი რამ: “ბარსელონაში არ არსებობს ღმერთი, იქ არის ფეხბურთი. “კამპ ნოუ” არის ეკლესია, პეპ გუარდიოლა კი მოძღვარი.” ეს ყველაფერი ერთი შეხედვით მკრეხელურად ჟღერს, მაგრამ გადმოცემით ვიცი, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასეა. კატალონიაში მოსახლეობის უმეტესობა ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურებში გამოწყობილი დადის, უფრო მეტიც, ზოგი თავის ძაღლსაც კი “ბარსას” ფორმას აცმევს. იქ ხალხს უხარია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ “ბარსა” – გუნდი, რომელიც მუდმივად თავის გულშემატკივრებზე ფიქრობს და მათ ყოველკვირეულად ულამაზეს სანახაობას სთავაზობს.

ერთ-ერთი ჩემი მეზობელი, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული ერთ-ერთ ქართულ სასიმღერო კონკურსში, სადაც მისი ფავორიტი პროექტის მიღმა დარჩა მეორე დღეს ასეთი სიტყვებით მომმართა:
– ”გუშინ მთელი ღამე ვერ დავიძინე, აფორიაქებული ვიყავი, კი კონკურისია, მაგრამ მაინც ძალიან მივიტანე გულთან და განვიცადე ეს ყველაფერი. მაინტერესებს შენ გული არ გწყდება როცა ”ბარსა” აგებს? მითუმეტეს ეგ ფეხბურთია, ბინძური სპორტი!” გამეცინა და ვუთხარი, რომ ნამდვილი გულშემატკივარი სიხარულისგან ყოველთვის იყვირებს, როდესაც მისი გუნდი იმარჯვებს, ხოლო დამარცხებისას არასდროს მიატოვებს მას, არც რწმენას დაკარგავს. მას თუ სწამს-ბოლომდე სწამს და ყოველთვის იამაყებს მისი გუნდით!
-”რაც მაინტერესებდა იმაზე პასუხი მაინც ვერ მივიღე. მაინტერესებს რას გრძონ როცა აგებს? შენც ვერ იძინებ თუ სულერთია? ”
-”სიამაყეს. იმის არა, რომ წააგო.მეამაყება ის, რომ როცა გუნდი აგებს მე ისევ მის გულშემატკივრად ვრჩები. მახარებს, რომ მათი ერთგულება შემიძლია ლხინშიც და ჭირშიც. ხომ შეიძლება ზოგი ადამიანივით, როცა აგებს გულს ვიცრუებდე მათზე.”

–”გასაგებია ანუ ჩვენ ორ განსხვავებულ თემაზე ვსაუბრობთ, მაგრამ შენ, ხომ ქართველი ხარ! არ შეიძლება იყო ასეთი შეყვარებული ევრობის გუნდზე”.
”შენ ალბათ არ იცი შეყვარებულობა. რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრები ყოველთვის პირველი იყო და იქნება ყოველთვის. ეს ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ”
”რაც არ მესმის არ მესმის.”
ასეთი მოკლე საუბარი გაიმართა ჩვენს შორის, მაგრამ მისი ნათქვამი გულზე მომხვა. ”ბინძური სპორტი.” მართალია ლამაზ თამაშს ბინძური მხარეც ახასიათებს. შეურაწმყოფელი სიტყვები მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ, რასისტობა, “ხისტი” თამაში – ეს ის ფაქტორებია, რომლებმაც ნორმალურ ადამიანს შეიძლება სურვილი დაუკარგოს ფეხბურთის ყურების, მაგრამ ფეხბურთი ამ ფაქტორებზე მაღლა დგას. ფეხბურთია ის თამაში, რომელიც თავისი სილამაზით გვიპყრობს. ეს მეტია ვიდრე თამაში – ეს ფეხბურთია!


არ ვფიქრობ, რომ კატალონიაში მცხოვრებ პიროვნებას ჩემზე მეტად უხარია წარმატება, ან ჩემზე მეტად
ტკენს გულს წარუმატებლობა. შეიძლება იქ მცხოვრებისთვის სულაც არაფერს არ წარმოადგენდეს ეს სპორტი.
ცხოვრება – ფეხბურთია, ფეხბურთი – ცხოვრებაა და მე ნამდვილად მიყვარს ეს ცხოვრება !

 

საინტერესო მინი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ქართული ბარსელონა”

 
[media=http://www.youtube.com/watch?v=tq1TqRFzUWo]

 

“ბარსელონას” ჰიმნი ქართული შესრულებით 

                                                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=UtK0F3e9mIQ]

სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის © 
ჯერემი რენერი 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward