“ბარსელონას” 5 ფეხბურთელი, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელიც 3-19 ივნისს, ისრაელში გაიმართება. ესენი არიან მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო, მარკ მუნიესა და ტიაგო ალკანტარა.
ჯგუფური ეტაპის მატჩებს ესპანეთი 6, 9 და 12 ივნისს, შესაბამისად რუსეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან გამართავს. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის განაცხადში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი “ბარსელონადან” მოხვდა. ნაკრებში 2-2 წარმომადგენელი ჰყავთ “რეალს”, “სოსიედადს”, “ხეტაფესა” და “მალაგას”.
როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადს მიღმა დარჩა ჟერარ დეულოფეუ, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული.
ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახების გამო, მონტოია, ტიაგო, ტელიო და ბარტრა ლა ლიგის ბოლო ტურში, “მალაგას” წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ, ხოლო მუნიესა “ბარსელონა ბ”-ს ბოლო 2 თამაშს გამოტოვებს.