workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ახლა ყველა სესკზეა გადართული ,რომელიც ასე ახლოსაა ”ბარსასთან, თუმცა განიხილავენ სხვა უფრო იაფ ვარიანტებს, რომლებიც მოსწონს გვარდიოლას. ესენია: იოზილი (”ვერდერი”), ეტიენი (”ტულუზა”), მატა (”ვალენსია). ისინი ნახევარდაცვას ყველგან მოერგებიან. ტრასფერებისთვის გამოყოფილი ფულით ”ბარსა” შეეცდება იყიდოს ამ ნახევარცველებიდან ორი მაინც, ხოლო დანარჩენი ფული სესკზე დახარჯონ. კლუბმა კარგად იცის, რომ ამ მოთამაშეებთან მოლაპარაკები ჩაშლა არ შეიძლება, თუ ”ბარსა” ვერ შეწვდა სესკს, კლუბი მოლაპარაკებებს დააჩქარებს პირველ რიგში მესუთ იოზილთან. გერმანელები ცუდ მდგომარეობაში არიან, მათ იციან ”ბარსელონას” ინტერესი იოზილისადმი. მესუთს კონტრაქტი მომავალი წლის საფხულში უსრულდება და განუახლებლობის შემთხვევაში ის თავისუფალი გახდება, რადგან არ სურს გაგრძელება, ამიტომ ამ ეკონომიკურმა სიტუაციამ შესაძლოა დიდწილად შეუწყოს ხელი იოზილის ”ბარსაში” გადასვლას.

იოზილის პორტრეტი ყველაზე კარგად ჯდება ცესკის პორტრეტში ამ სამიდან. ის მხოლოდ 21 წლისაა და ადვილად ართმევს თავს შემოქმედებით ნახევარცველობას. მსოფლიო ჩემპიონატმაც კარგად აჩვენა, რომ ის მზადაა ”ბარსელონასთვის”.

ეტიენ კაპო პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია და კარგად ჯდება ტურეს პორტრეტში, ის იაია–ს შემცვლელად მოიაზრება. მისმა საფრანგეთში თამაშმა ყველა დაარწმუნა,რომ მას შეუძლია ითამაშოს ისეთ კლუბში, როგორიც ”ბარსაა”. ეტიენი დაელოდება კლუბის შემოთავაზებას. მას ძლიერი კუნთები და კარგი დრიბლინგი აქვს რითიც ძალიან გავს ტურეს. ასევე მას შეუძლია ბურთის კარგად ფლობა, რაც ”ბარსელონასთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია.

მატა არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელთანაც ”ბარსა” უკვე კავშირშია. გვარდიოლა ამ ბოლო თვეებში ამ გარიგების დიდი დამცველია და ცდილობას ბოლომდე მიიყვანოს და მატა ბარსელონაში ჩამოიყვანოს. თუმცა სხვა სიტუაციაა ”ვალენსიაში”, კლუბმა უკვე გაყიდა ლიდერები ვილა(40მილიონი) და სილვა(30 მილიონი) ისინი არ ჩქარობენ გაყიდონ მატაც. ”ბარსელონას” ტექნიკური დირექტორები კი დაჟინებით მოითხოვენ და ცდილობენ ხელში ჩაიგდონ მატა. პეპის აზრით მატას კლასის მოთამაშეს შეუძლია ადვილად მოერგოს ”ბარსას” და მას ექნება ძალიან დიდი მეორეხარისხოვანი როლი კლუბში, ვიდრე ეს ახლა ”ვალენსიაშია.”’

წყარო: Sport.Es
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward