”ბარსელონას” პირველმა გუნდმა ბოლოსწინა ვარჯიში ჩაატარა ”ვალიადოლიდთან” ხვალ გასამართი შეხვედრის წინ. სესიის საუკეთესო სიახლე ხავიერ მასკერანოსთვის და ვიქტორ ვალდესისთვის თამაშის ნებართვის მიცემა იყო. არგენტინელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთის დაზიანება 2 აპრილს, ”პსჟ”-სთან მატჩის დროს მიიღო.
თავის მხრივ დანი ალვესი, ადრიანო კორეია და ერიკ აბიდალი ინდივიდუალურად იტვირთებოდნენ, კარლეს პუიოლი და ლეო მესი აგრძელებენ აღდგენით პროცესს.
გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას ხვალ, 12 საათზე ”ნოუ კამპზე” გამართავს. მატჩი ”ბარსელონასა” და ”ვალიადოლიდს” შორის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=UQ6nfccEv_I]




