მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი თავის მომავალზე კლუბის პრეზიდენტთან ისაუბრებს

აბიდალი თავის მომავალზე კლუბის პრეზიდენტთან ისაუბრებს

”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი თავის მომავალს ლურჯ-ბროწეულისფრების პრეზიდენთან, სანდრო როსელთან ერთად გადაწყვეტს, განაცხადა კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, სამწვრთნელო შტაბი არ აპირებდა აბიდალთან გახანგრძლივებას, ვინაიდან მათი აზრით, ფრანგ მცველს მომავალ სეზონში ხელს ვერ შეუწყობს ჯანმრთელობა.

”კლუბმა გაუკეთა შეთავაზება აბიდალს და მალე გავიგებთ, თუ რა გადაწყვიტა მან. უახლოეს მომავალში იგი ”ბარსელონას” პრეზიდენტს უნდა შეხვდეს და ამ კითხვაზე პასუხს, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მიიღებთ.” – განაცხადა კლუბის წარმომადგენელმა.

აბიდალის მოქმედი კონტრაქტი ამ სეზონის დასრულების შემდეგ იწურება. თავად ფეხბურთელმა კი აღიარა, რომ მას პროფესიონალური კარიერის გაგრძელება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში