”მონაკო” ”ბარსელონას” 2 ძირითადი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს.
”მონაკომ” საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ადგილი დაიბრუნა და არაერთი ხმაურიანი ტრანსფერის გაკეთებას აპირებს. ფრანგულ კლუბს უკვე უკავშირებენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთსო ფეხბურთელს, რადამელ ფალკაოს. სამეფო კლუბი ”ბარსელონას” ორი ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. ესენი არიან: მეკარე, ვიქტორ ვალდესი და მარჯვენა მცველი, დანი ალვესი. იტყობინება Cadena Cope.
ამ ინფორმაციის თანახმად, ”მონაკომ” უკვე გაუკეთა შეთავაზება ”ბარსელონას” ამ ორი ფეხბურთელის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ დმიტრი რიბოლოვლევის კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, სულ 200 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს.


