workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრანცესკ”სესკ”ფაბრეგასი

ფრანცესკ”სესკ”ფაბრეგასი

დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი უსაყვარლესი კლუბის ერთერთი უნიჭიერესი აღზრდილის ბიოგრაფია,რომელიც ამჟამად “არსენალში” იმყოფება, თუმცა უკვე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღეში სესკი ბლაუგრანას მაისურს მოირგებს.

მისი ბიოგრაფია ძალიან საინტერესო და უცნაურია ყველაფერი კი 1987 წლის 4 მაისს დაიწყო კატალონიაში.

მისი საფეხბურთო კარიერა კი ბარსელონაში იღებს სტარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. თავიდან იგი Barcelona B-ს შემადგენლობაში ირიცხებოდა, პირველად სახელი მსოფლიოს 17 წლამდელთა ჩემპიონატზე გაითქვა,გახდა რა საუკეთესო ფეხბურთელი და გოლიადორი, ამ მომენტიდან ფაბრე საყოველთაო ინტერესის ქვეშ მოექცა. ინტრესს იჩენდა “არსენალიც”, რომელმაც საბოლოოდ გადაიბირა კიდეც ის და კატალონიის ბარსელონას ”წაართვა” ეს უნიჭიერესი ფეხბურთელი. თუმცა ის თანხა რაც მაშინ არსენალმა გადაიხადა იყო რეკორდული 2,25 მილიონი ფუნტი ანუ 3 მილიონი ევრო. ფრანცესკ”სესკ”ფაბრეგასი სესკი  უკვე “არსენალის” ამომავალი ვარსკვლავი იყო, ის ძირითად შემადგენლობაში ჩაირიცხა და პირველივე წელს დიდი წარმატებები ხვდა წილად. დროის გასვლასთან ერთად ფაბრეგასი სულ უფრო აუმჯობესებდა შედეგებს და მიისწრაფვოდა მწვერვალისკენ. როდესაც ფაბრეგასს ვიხსენებთ არ უნდა გავითვალისწინოთ მხოლოდ “ბარსელონას?” ფაქტორი, მართალია ის ბავშვობაში ბარსაში იზრდებოდა,მაგრამ მის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს არსენ ვენგერმა და “არსენალმა”, რომელშიც ის 16 წლიდანვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. რაც შეეხება მის შემდგომ განვითარებას, როდესაც გუნდი დატოვეს პატრიკ ვიეირამ , რობერტ პირესმა, ტიერი ანრიმ, – არსენალის ახალი თაობა დაიწყო, რომელსაც კაპიტნად სწორედ სესკ ფაბრეგასი მოევლინა. საკლუბის კარიერის გარდა, მას ასევე დიდი წარმატებები აქვს ნაკრებში, რაც მის მუდმივად განაცხადში მოხვედრაზეც აისახება.

რაც შეეხება საკლუბო და სანაკრებო ტიტულებს. საკლუბო დონეზე ფაბრეგასს არც თუ სახარბიელოდ აქვს საქმე  და არა მარტო მას, არამედ მთლიანად “არსენალს”. სესკმა ერთხელ მოიგო პრემიერ ლიგა და დამარხცდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში კატალონიის “ბარსელონასთან” ესაა და ეს მისი საკლუბო ტიტულები, ხოლო სანაკრებო ტიტულებში მას ყველაფერი აქვს მოგებული, გვახსოვს ალბათ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, გარდა ამისა, არის კონფედერაციის თასის მესამე ადგილის პრიზიორი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში